კახა კალაძის განცხადებით, 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი უკვე დედაქალაქშია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი უკვე დედაქალაქშია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ავტობუსები იანვრის ბოლოდან მოემსახურება მოქალაქეებს.

ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, სპეციალურად 18 - მეტრიანი ავტობუსებისთვის დაგეგმილია ავტობაზის მშენებლობაც.

„შემიძლია გითხრათ, რომ დეკემბრის ბოლომდე 50 ერთეული იქნება თბილისში და იანვრიდან უკვე მოხდება გაშვება. გარკვეული ტექნიკური დეტალები არის დასამონტაჟებელი ავტობუსის შიგნით და იანვრის ბოლოს უკვე დავიწყებთ ხაზებზე გაშვებას და თბილისის მოსახლეობას მოემსახურებას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული მარშრუტები იქნება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში.

დღეს გვაქვს პრობლემა, რაც გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, რაც დედაქალაქში მიმდინარეობს. როდესაც მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებაზე აგვიანებს, იქ კიდევ უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა ხდება, რასაც შემდეგ ჯაჭვური რეაქცია აქვს. როდესაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დავასრულებთ, ეს ყველაფერი მოწესრიგდება",-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ავტოსადგომს, თბილისის მერის თქმით, დროებით აღნიშნული ავტობუსები განთავსდებიან დიღომში არსებულ ავტობაზაზე.

„გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი, უშუალოდ 18 - მეტრიანი ავტობუსებისთვის განკუთვნილი ავტობაზის მშენებლობა და როდესაც აღნიშნული სამუშაოები დამთავრდება, 18 - მეტრიანი ავტობუსები განთავსდება ახალ ავტობაზაზე",-განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სამუშაოები ვადებში დასრულდება და როდესაც ავტობუსები სრულად ჩამოვა დედაქალაქში, ავტობაზაც შეძლებს ფუნქციონირებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე