კახა კალაძე - თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა

თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას.

თბილისის მერის განცხადებით, ის გამორიცხავს კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობის და შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალ არჩევნებზე ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოსვლის რესურსი აქვს.

„ზოგადად, ასეთ შეხვედრებს ჩვენ მივესალმებით. სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის თემას, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვერავინ და ვერც მოსახლეობას დააძალებს ვინმე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია თუ პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, დღეს ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის კვლევები, რომელიც ქვეყნდება. შეიძლება, ბევრი საეჭვო დეტალი იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოების ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც დღეს ვგრძნობთ და მე ბევრჯერ მითქვამს, 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ამხელა მხარდაჭერა არ ჰქონია, როგორიც აქვს დღეს. მე გამოვრიცხავ კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას, არ არსებობს, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობის ხმები მოიპოვოს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, რამდენ მანდატს აიღებს "ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნებზე, კახა კალაძემ უპასუხა, რომ მაღალი ალბათობით, ხელისუფლებას კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება.

"არ ვიცი. მგონია, რომ დღევანდელი მოცემულობითა და მხარდაჭერით, რაც საზოგადოებაში აქვს, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობა და შანსია, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს", - განაცხადა კალაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში