ნანა ტოხვაძე - მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყოვნებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს - პედაგოგებმა კომპრომისული გეგმა დღემდე ვერ მოისმინეს

მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყოვნებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს და მათი ლეგიტიმური მოთხოვნის შესასრულებლად ზომები მიიღოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განათლების სამინისტროსთან მიმდინარე მასწავლებლების აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების მინისტრი პედაგოგებს დღემდე არ ხვდება, რაც მათ აიძულებთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენონ.

„დღეს, 6 დეკემბერს, შიმშილობის მე-3 დღეა იმ მასწავლებლების, რომლებმაც „გაუფრთხილდი მასწავლებელს“ მოწოდებით პროტესტი დაიწყეს. თავისთავად, ფაქტი, რომ განათლების მინისტრს ამის შეხსენება სჭირდება ერთი სირცხვილია, ხოლო უპრეცედენტო სირცხვილი ბატონი ამილახვარის ანგარიშზე ის გახლავთ, რომ მასწავლებლებს და მისი სისტემისგან უსამართლოდ დასჯილ კვალიფიციურ დირექტორობის მსურველს, ქალბატონ მაია ეკალაძეს სამართლის საპოვნელად შიმშილობა მოუწია.

მოვუწოდებ მინისტრ ამილახვარს, დაუყოვნებლივ შეხვდეს მოშიმშილე მასწავლებელს და მიიღოს ზომები მათი ლეგიტიმური მოთხოვნის შესასრულებლად. ახლა გადადგმული ნაბიჯები ვერ გადაფარავს მის პოლიტიკურ კარიერაში გაჩენილ შავ ლაქას, მაგრამ მას შანსი ექნება, ერთხელ მაინც იმოქმედოს განათლების და არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მით უფრო მაშინ, როდესაც მასწავლებლები ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან.

საზოგადოებას შევახსენებ, 27 ნოემბრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ და ღამეს სამინისტროს წინ ღია ცის ქვეშ ათენებენ პედაგოგები. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისათვის. 4 დეკემბერს დირექტორობის კონკურსში მონაწილე ორი პედაგოგი დავით ფერაძე და მაია ეკალაძე მინისტრსა და მის მოადგილეებს შეხვდნენ. დარღვევების შესახებ ინფორმირების შემდეგ პედაგოგებმა მინისტრისგან კონკრეტული, რაციონალური და კომპრომისული გეგმა ვერ მოისმინეს. დღეს 2 მთავარი მოთხოვნის დაყენება შიმშილობის ფონზე უწევთ. პირველი - გაიმართოს ღია, საჯარო, გამჭვირვალე კონკურსი მაღალი საზოგადოებრივი სანდოობის მქონე კომისიასთან და არა განათლების სამინისტროს ხელდასხმულ წევრებთან. მეორე - დისკრეციული წესით გადანაწილდნენ პოლიტიკური ნიშნით „დაბლოკილი“ დირექტორობის კანდიდატები უდირექტოროდ დარჩენილ საჯარო სკოლებში“, - განაცხადა ტოხვაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე