შალვა პაპუაშვილი - შუბლის ძარღვი რომ გაწყდება, შემდეგ სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ღალატის გზა აირჩია

ნათქვამია, რომ „ავსა კაცსა, ავი სიტყვა ურჩევნია, სულსა გულსა“. სხვანაირად რომ ვთქვა, ადამიანს შუბლის ძარღვი აქვს. ის რომ გაწყდება, შემდეგ ასეთი სპეკულაციური ბრალდებებიც ადვილი ხდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარიას განცხადებები აბსოლუტური ფარისევლობაა.

,,სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ ის გზა აირჩია, რომელიც საქართველოს ისტორიაში ბევრს თუ ზოგიერთს აურჩევია და ისტორიაშიც შესაბამისად შესულან. ეს არის გზა - ღალატის. როცა ამ ძარღვს წყვეტ, რა თქმა უნდა, შემდეგ ასეთი ბრალდებები, ტყუილი და დეზინფორმაციაც ადვილი ხდება. ამიტომ, გიორგი გახარიას განცხადებას არც კი შევაფასებდი. მით უმეტეს, ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ჰქონდა საქართველოს მთავრობაში და ახლა ეკონომიკაზე საუბრობს, ეკონომიკის

მინისტრიც იყო, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ახლა, როცა ამ ყველაფერზე საუბრობს, ეს აბსოლუტური ფარისევლობაა,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში