გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთში ცხრაკარას, 26 მაისის, არტნის, ხაშურის, ლაშარის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავდარიანთკარი, მუხრანი, ქსოვრისი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ტუშურები, ზარიძეები, ახალსოფელი, ჯიჯეთი და მიმდებარე სოფლებში; 12:20-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, ჩალიპირებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია