7 დეკემბერს, 10:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან“ უკანონოდ გათავისუფლებული ზურაბ კოპლატაძის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართა.
მის: ირაკლი აბაშიძის 12ბ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ოფისი
საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი - 577 17 30 70
7 დეკემბერს, 11:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 15:00 საათზე კი, 17 მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
საკონტაქტო: მაია შამანაური - 555 56 54 55
7 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ანა ნაცვლიშვილი ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
7 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები. ლარის კურსი. ინფლაციის მაჩვენებელი
მის: კოსტავას ქ.47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
7 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ გაიხსნება.
საკონტაქტო: ანა მარშანია - 555 117 007
7 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.
თემა: პროგრამის „Her Power, Her Future“ ფარგლებში CARE Caucasus-ის მიერ გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ არაფორმალური ჯგუფები იქმნება, რომელთა დანიშნულება ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იქნება.
მის: პარლამენტი, მარო მაყაშვილის დარბაზი, III სართული
საკონტაქტო: მარიამ გერმისაშვილი - 592 77 91 84
7 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომლის დამფუძნებლებიც მედიას ინფორმაციას მიაწვდიან ასოციაციის შექმნის მიზნებსა და სამოქმედო გეგმის შესახებ, ასევე წარადგენენ მათ პირველ მანიფესტს.
მის: თავისუფლების მოედანი 4
საკონტაქტო: ნინია მედულაშვილი - 591 44 33 40
7 დეკემბერს, 11:00 საათზე, სემეკ-თან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახური 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აგრეთვე, იუბილეს დაესწრებიან უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები.
მის: ლ. გუდიაშვილის ქ. №7, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკა.
საკონტაქტო: ნინო ბუაჩიძე-ჭავჭავაძე - 598 00 89 88
7 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში (Costa Coffee-ის მიმდებარე ტერიტორია), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს და საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
7 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
7 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
თემა: ინფორმაცია - საქართველოს კანონის პროექტი „სოფლის მეურნებისა და სოფლის განვითარების შესახებ“.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
7 დეკემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა გაიმართება.
საკონტაქტო: 599 75 76 74
7 დეკემბერს, 17:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემაზე: „შემოდგომა გურიაში“ გაიმართება.
მის: ელიას მთა, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.
7 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით და ოფიციალური პირების მონაწილეობით, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად ორი ქართული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზირი #29