გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკო-სისტემის ხელშეწყობის დამატებითი პროექტები განხორციელდება

გერმანიის და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) შეფასების მისიის ხელმძღვანელმა ტერეზა გეიპელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შემდგომი თანამშრომლობის შესახებ საგრანტო კომპონენტის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტით განისაზღვრება თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და KfW - ს შორის INNOVATION4JOBS პროექტის ფარგლებში.

უწყების ცნობით, ხელმოწერის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობის დაწყება გერმანიის მხარესთან INNOVATION4JOBS პროექტის ფარგლებში. მისი თქმით, საქართველოში ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ბოლო წლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. წარმატებით მიმდინარეობს მთელი რიგი პროგრამები, როგორიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ტექნიკური დახმარება, ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების განვითარება. ჩვენს ეკოსისტემას უკვე აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს, მომდევნო წლებში, დაახლოებით 15 მლნ ევროს ფარგლებში ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკო-სისტემის სხვადასხვა მიმართულებების მხარდაჭერას. მათ შორის, საგანმანათლებლო კომპონენტს IT სფეროში; ევროპული აქსელერატორის შემოყვანას ქვეყანაში და სხვადასხვა საგრანტო და ტექნიკური დახმარების კომპონენტებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა