უკრაინული მედია - მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის ოლქში მაღალი რანგის კოლაბორანტის ლიკვიდაცია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა” სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა. დამნაშავის ლიკვიდაცია ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა”, - განაცხადა “ინტერფაქს-უკრაინას” წყარომ.

ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო გამოცემამ “რია ნოვოსტი” ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ილია კივას ცხედარი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის სოფელ სუპონევოში იქნა აღმოჩენილი. მათ კივას გარდაცვალების გარემოებები ან მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ.

ინფორმაციისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კივა რუსეთში გაიქცა. უკრაინულმა სასამართლომ კივას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისთვისა და კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისა და გადაგდებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა