ირაკლი კობახიძე - გახარიას სჩვევია ტყუილების ლაპარაკი - ჩვეულებრივი მატყუარაა

გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო, არ მახსოვს, ეკონომისტია თუ არა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი იყო. ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გააკეთებს, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, "გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის".

კობახიძის თქმით, გახარიას ახასიათებს ტყუილების ლაპარაკი, თუმცა, ადამიანმა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ერქვა, მსგავსი სახის ტყუილები არ უნდა თქვას, ვინაიდან, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს არა ფულის მასის მატებას, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარებას.

"ეკონომიკა იზრდება, თან მასშტაბურად - იცით, 16 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა მარტო ამ სამი წლის განმავლობაში. როდესაც ეკონომისტი ამტკიცებს იმას, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 კაცის ჯიბეში, მან უბრალოდ არ იცის ეკონომიკა. ამით შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოატყუო, მაგრამ, თავმოყვარეობის ამბავია, რომ ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, ასეთი სამარცხვინო ტყუილი არ აკადროს საზოგადოებას. სინამდვილეში, ეკონომიკის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ფულის მასა იმატებს. ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ვითარდება ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ვითარდება მომსახურება, წარმოება და ა.შ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად შეუძლებელია, ეს ყველაფერი გადანაწილდეს 20 და 25 ოჯახზე, მით უმეტეს, მას საერთოდ არ ჰქონია საუბარი არც გვარებზე, არც არაფერზე.

ზოგადად, გახარიას სჩვევია ასეთი ტყუილების ლაპარაკი. ის გამოირჩეოდა ტყუილებით ამ ბოლო წლების განმავლობაში. გახსოვთ, რაზე ააგო თვითმმართველობის არჩევნების დროს საკუთარი საარჩევნო კამპანია, ვითომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის რჩეული და ა.შ. ჩვეულებრივი მატყუარაა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს ასეთი სამარცხვინო ტყუილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია