სალომე ზურაბიშვილი - სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა და თავისუფლება - ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია

სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა და თავისუფლება - ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია , - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინიციატივა ხორციელდება, რათა საქართველოს ევროპულობის შესახებ ევროპაში ერთობლივი განაცხადი გაკეთდეს.

„ჯერ მივესალმე ყველაზე ახალგაზრდა თაობას, რომელიც წარმოადგენს ჩვენს სპორტულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, მათ საშუალება ექნებათ, იხილონ საქართველო ევროკავშირის წევრად. სანამ ეს მოხდება და დარწმუნებული ვარ, მალე მოხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სპორტული სამყარო შესულია ევროკავშირში, იქ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ საქართველოს, წარმატებულ საქართველოს, რომელსაც უკვე სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში. საქართველო პრაქტიკულად არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უსაზღვრო რაოდენობით მოაქვს მედლები შინ. ამისთვის ნამდვილად ხართ იმის ღირსი, რომ საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით თქვენმა პრეზიდენტმა მადლობა გითხრათ.

სპორტი, ალბათ, არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა - ეს რომ არ გქონდეთ, წარმატებული არ იქნებოდით; მეორე კი არის თავისუფლება. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არაუშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია, რაც ყოველდღიურად მოიპოვება და ჩვენზე, ყველაზეა დამოკიდებული. საზოგადოება ამ შემთხვევაში ყოველდღიურად აშენებს თავის მომავალსა და თავის თავისუფლებას. ამიტომ, მინდა ყველას გისურვოთ მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება. ვიცი, რომ თქვენს ხმას ევროპა გაიგონებს, რადგან თქვენი წარმატებებით უკვე ესმით თქვენი ხმა. საჭიროა ეს უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რათა ყველამ გაიგოს და ეს იყოს საქართველოდან ჩვენი საერთო ხმა. ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო