ირაკლი ბერაია - ძალიან პირდაპირები, პრინციპულები და მომთხოვნებიც ვიყავით და ვთქვით, რომ ნატო-ში გაწევრიანება აუცილებელია და არ შეიძლება, გადაწყვეტილების „გაჯანჯლება“ - საქართველომ დაადასტურა, რომ მზად ვართ ალიანსში წევრობისთვის

საქართველოს მოკავშირეები, ნატოელი პარტნიორები იყვნენ ძალიან მკაფიო საქართველოსადმი მხარდაჭერის გზავნილებში. ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, ნატო და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

ირაკლი ბერაიას თქმით, შეხვედრის დროს იყო გულწრფელი და მნიშვნელოვანი საუბარი ყველა გამოწვევაზე, რაც რეგიონში უსაფრთხოებისა თვალსაზრისით არსებობს.

მისი თქმით, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი ქმედებებით, რომ მზად არის ალიანსში გაწევრიანებისთვის.

„ნატოელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით და საქართველო კიდევ ერთხელ მოიხსენიეს როგორც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით ჩემპიონი. ძალიან პირდაპირები, პრინციპულები და მომთხოვნებიც ვიყავით და ვთქვით, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აუცილებელია და არ შეიძლება, ან გადაწყვეტილების გაჯანჯლება, ან გადადება. ეს არის აუცილებელი. საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად ვართ ალიანსში წევრობისთვის და წევრობამდეც შეგვაქვს ფასდაუდებელი წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც ნატოელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს. რა თქმა უნდა, არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების სისრულეში სწრაფად მოყვანაა საჭირო. ორმაგად საამაყო იყო, როცა ოვალურ მაგიდასთან, სადაც სხედან ალიანსის წევრი სახელმწიფოები და იღებენ ევროატლანტიკური სივრცისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდნენ, როგორც თანასწორ სუბიექტს და ალიანსის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს. ნატოელებსა და საქართველოს შორის საუბარი არ იყო აღქმული როგორც ნატო-სა და პარტნიორის საუბარი. ეს ტოვებდა ნატო-ს შიდა საუბრის შთაბეჭდილებას, იმდენად გულწრფელი, მნიშვნელოვანი და გახსნილი საუბარი იყო ყველა გამოწვევაზე, რაც რეგიონში არსებობს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე იმ პროგრესზე რაც აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და იმ სამომავლო ნაბიჯებზე, რაც ალიანსმაც და ჩვენც უნდა გადავდგათ, როგორც ჩვენი უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისთვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციისთვის", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა