საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, 6 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ და ხაზი გაუსვა მთელი რიგი მიმართულებებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

მან თავის გამოსვლაში, ასევე, ისაუბრა ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონში შექმნილ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიასა და მის გავლენაზე საქართველოსა და ფართო შავი ზღვის რეგიონზე.

„ქართული მხრიდან ცალსახად გაესვა ხაზი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროგრესის აუცილებლობას. თავის მხრივ, მოკავშირეები მიესალმნენ ქვეყნის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ ხარისხობრივად მაღალი დონის ურთიერთობებს და აქცენტი გააკეთეს დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელების გაგრძელების მნიშვნელობაზე.

ამასთან, ელჩებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისთვის და დააფიქსირეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა