თურქეთი იმედოვნებს, რომ ნატო-ში შვედეთის განაცხადის დაკმაყოფილების სანაცვლოდ F-16 თვითმფრინავებს მიიღებს

თურქეთი იმედოვნებს, რომ ნატო-ში შვედეთის განაცხადის დაკმაყოფილების სანაცვლოდ F-16 თვითმფრინავებს მიიღებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

“დაე, ჩვენმა კოლეგებმა აშშ-ში წარმატებით მოაგვარონ თურქეთისთვის F-16-ების მიწოდების საკითხში კონგრესში, თურქეთის პარლამენტში ნატო-ში შვედეთის წევრობის განხილვის პარალელურად. მოდით ეს ნაბიჯები ერთდროულად გადავდგათ”, - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, თურქეთისა და უნგრეთის გარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა ქვეყანამ შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია