ჩინეთის პრეზიდენტი - ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ

ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პეკინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდნენ.

პეკინში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებმა სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინის საკითხი განიხილეს.

„ჩვენ გლობალურ გამოწვევებს ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ და მსოფლიო სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა სი ძინპინმა.

„ზოგჯერ ჩვენი ინტერესები ემთხვევა, მაგრამ არსებობს მკაფიო განსხვავებები, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის ბოლო შეხვედრა 2019 წელს გაიმართა.

ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია