შრომის ინსპექციამ, ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების წესის დარღვევის გამო, 10 თვეში, 31 სამედიცინო დაწესებულება დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ, ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების წესის დარღვევის გამო, 10 თვეში, 31 სამედიცინო დაწესებულება დააჯარიმა.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურიდან აცნობეს, შრომის ინსპექციამ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე 354 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა, საიდანაც 47 კლინიკაში მინიმალურ ზღვარზე ნაკლები საათობრივი ანაზღაურების გაცემა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16-ს.

„სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გაცემის ზედამხედველობის მიზნით, 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე განხორციელდა 354 სამედიცინო დაწესებულების ინსპექტირება, რომლის შედეგად 47 კლინიკაში გამოვლინდა საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსი"-ს 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევა. რაც შეეხება, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციას, მოგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სახდელის სახედ ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16 სამედიცინო დაწესებულებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა