გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უკვე წლებია ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ჩვენ ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროკავშირის სტატუსი ერთიანი მონაპოვარი იქნება, რომლის შემდეგ, კიდევ არაერთი რეფორმის განხორციელება და ახალი რეგულაციის დანერგვა მოგვიწევს. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს თქვენთან, ბიზნესწრეებთან, რაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

„სამინისტროს წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასოციაციის წევრები დაინტერესდნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხებით, რაშიც ბიზნესწრეების ჩართულობისა და მათი პოზიციების გათვალისწინების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების გამოყენების მნიშვნელობას და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების საკითხებს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე