ვენესუელა-გაიანის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენი გაუჩინარდა

ვენესუელა-გაიანის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

გაიანის ხელისუფლების ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი ვენესუელის საზღვართან გაუჩინარდა, თუმცა არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ მასზე შეტევა განხორციელდა.

ვერტმფრენის ეკიპაჟის ორ წევრს, ხუთი სამხედრო ოფიცერი სასაზღვრო ზონის შესამოწმებლად გადაჰყავდა.

შეგახსენებთ, გაიანასა და ვენესუელას შორის დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც 3 დეკემბერს, ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის მიერთებას დაუჭირა მხარი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია