ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ კრინ შოუს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები, საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე აგრძელებენ ვიზიტს ვაშინგტონში.

პარტიის ლიდერები კონგრესმენ კრინ შოუს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით კონგრესმენ კრინ შოუს, რომელიც არის დოკუმენტის თანაავტორი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მოკავშირე, რუსეთის მოკავშირე. ცხადია ეს ადამიანები არიან ჩვენი მეგობრები და მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს რუსი ოლიგარქისა და "რუსული რეჟიმის" წინააღმდეგ გყავდეს ბევრი პარტნიორი. ჩვენ გვყავს ბევრი პარტნიორი, შევიძენთ ბევრ პარტნიორს და დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს. ვაგრძელებთ ვაშინგტონში შეხვედრებს, ასევე, შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული IDU-ს პრეზიდენტთან, კანადის ყოფილ პრემიერთან სტივენ ჰარპერთან და შესაბამისად, ვაშინგტონის შემდეგ, ნიუ-იორკში გავაგრძელებთ ჩვენს ოფიციალურ ვიზიტს“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა