ბრიუსელში, საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) მე-5 კონგრესი გაიმართა, რომელსაც ირაკლი პეტრიაშვილი გაუძღვა

ბრიუსელში, საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) მე-5 კონგრესი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ა PERC-ის პრეზიდენტი, ირაკლი პეტრიაშვილი გაუძღვა.

საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, PERC-ის წევრებმა, მსოფლიო პროფკავშირების წარმომადგენლებმა და ევროპარლამენტარმა აგნეს იონგერიუსმა ირაკლი პეტრიაშვილს, რომელიც 8 წლის განმავლობაში, ორი ვადით იყო არჩეული პრეზიდენტის პოზიციაზე, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. სწორედ იონგერიუსმა გადასცა ირაკლი პეტრიაშვილს საუკეთესო პროფკავშირული ლიდერობისთვის ფებე ელიზაბეტ ველასკესის სახელობის ჯილდო 2011 წელს. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ თავის თანამოაზრეებთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანი თემების ლობირებას მოახდენს.

ვიზიტის ფარგლებში, პროფკავშირების გაერთიანების დელეგაციის წევრები ევროპის პროფესიული კავშირების გაერთიანების (ETUC) აღმასრულებელ მდივანს ესტერ ლინჩს შეხვდნენ. ETUC-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) წევრად მიღებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვეს და ამ პროცესისთვის საჭირო ნაბიჯები და ღონისძიებები დაგეგმეს. ETUC არის მსოფლიო პროფკავშირების ნაწილი, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პროფკავშირებს აერთიანებს.

ამასთან, PERC-ის კონგრესმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი გენერალური საბჭოს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამას გარდა, სხდომაზე აირჩიეს: ახალი გენერალური მდივანი, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები - დამტკიცდა PERC-ის აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება