ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთის პრინცს - ჩვენი შემდეგი შეხვედრა მოსკოვში უნდა შედგეს

ჩვენი შემდეგი შეხვედრა მოსკოვში უნდა შედგეს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს ერ-რიადში ვიზიტის დროს განუცხადა.

„ჩვენ მოსკოვში გელოდებოდით. ვიცი, რომ სხვადასხვა მოვლენებმა გეგმების შეცვლა გვაიძულა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ხელს ვერაფერი შეუშლის“, - განუცხადა პუტინმა საუდის არაბეთის პრინცს.

საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოჰამედ ბინ სალმანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფო ბევრ საერთო ინტერესს იზიარებს და ისინი ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ ერთად მუშაობენ.

ცნობისთვის, პუტინი საუდის არაბეთში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) დაპირების მიუხედავად, ნავთობზე ფასები შემცირდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე