„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსების მიღება უკვე IBSU-ს სტუდენტებსაც შეუძლიათ

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, “საქართველოს ბანკი” საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. იმისთვის, რომ სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, “საქართველოს ბანკი” სტიპენდიების პროგრამას 13 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე ახორციელებს. ახლახანს მათ რიცხვს მეთოთხმეტე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიც (IBSU) შეემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე IBSU-ს სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა, სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატებს უნივერსიტეტები ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებით, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის მიღებას მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები შეძლებენ. ამისათვის, მათ უნდა ჰქონდეთ 3.8-ზე მაღალი GPA და სწავლობდნენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • კომპიუტერული მეცნიერება;
  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი;
  • სამართალმცოდნეობა.

„საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სტუდენტების ხელშეწყობისთვის, მათი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარებისთვის ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რადგან გვჯერა, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამა არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება უკვე საქართველოს 14 უნივერსიტეტში. გვჯერა, რომ „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, განვითარდნენ, საკუთარი საქმის პროფესიონალები გახდნენ და ეს ცოდნა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას მოახმარონ. ჩვენ არ ვჩერდებით და ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განვაგრძობთ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი