თეონა ჭალიძე - ნგრევა მარტივია?! აშენებულ სახლებს კი არ უნდა ანგრევდნენ, სანამ აშენდება, მანამდე უნდა გააკონტროლონ

ნგრევა მარტივია?! აშენებულ სახლებს კი არ უნდა ანგრევდნენ, სანამ აშენდება, მანამდე უნდა გააკონტროლონ, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიის მიერ 33 ოჯახისთვის სახლის დანგრევას.

ჭალიძე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ქირის უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვას მოითხოვს და ამბობს, რომ რეგულაციები მხოლოდ გაჭირვებულ ხალხს არ უნდა ეხებოდეს.

„აფრიკაში მერიის ,,ღამის ნგრევის სპეცოპერაციის“ შესახებ გავიგე, როცა დამირეკა შეშინებულმა ორსულმა ქალმა, რომელიც სხვა ნაგავსაყრელზე ცხოვრობს მსგავსად აფრიკაში მცხოვრები იმ 33 ოჯახისა, რომლებსაც მერიამ შუაღამეს სახლები დაუნგრია.

მინდა ვკითხო თბილისის მერს: ბატონო კახა ნგრევა მარტივია?! ვთანხმდებით, რომ უნებართვოდ სახლები არ უნდა შენდებოდეს არავის მიერ. ეს აკრძალვა მხოლოდ გაჭირვებულ ხალხს არ უნდა ეხებოდეს. მერიას კი იმიტომ ჰყავს იმხელა ზედამხედველობის სამსახური, სადაც რამდენიმე ასეული თანამშრომელია დასაქმებული რომ აშენებულ სახლებს კი არ ანგრევდნენ, სანამ აშენდება მანამდე გააკონტროლონ მონიტორინგის შედეგად. ახლა რაც შეეხება იმ ოჯახებს, ვისაც ასე უგულოდ და ბედის ანაბარა ტოვებენ ღია ცის ქვეშ ამ სიცივეში, წინასაახალწლო საჩუქარია ეს იქ მცხოვრები ბავშვებისთვის? მერიამ უნდა უზრუნველყოს იმ ოჯახებისთვის ქირის გადახდა ან სოციალურ საცხოვრისში გადაყვანა, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი, ვისაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ეს სტატუსები მათ შევახსენებ, რომ მინიჭებული აქვთ სწორედ სახელმწიფოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე.

თუ ამ სტატუსების ქონას შესაბამისი მხარდაჭერა არ მოჰყვება მერიის თუ სხვა უწყებების მხრიდან, მაშ რა ფუნქცია აქვს ამ სტატუსის აღმნიშვნელ ფარატინა ფურცლებს? მოვითხოვ, რომ ყველა ოჯახი, რომელსაც აქვს უსახლკაროს სტატუსი და სოციალურად დაუცველის სტატუსი, ჩართული იყოს ბინის ქირის უზრუნველყოფის პროგრამაში ან/და შეთავაზებულ იქნას სოციალურ საცხოვრისში გადაყვანა.” - განაცხადა ჭალიძემ.

თეონა ჭალიძის აღნიშნულ კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში