ალუდა ღუდუშაური - ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად ცდება

ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ „მოვალეა“ და მის დაკვეთას ასრულებს.

„როცა პრეზიდენტისთვის კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს, საერთოდ ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ამოვარდნილია ყველაფრიდან, მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს (თქმა), მას თუ ჰგონია, რომ „სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება.

ქართველი ხალხი ხედავს მარტივად, რა მისიაც აქვს დღეს მას. მისი მისიაა ქვეყანაში ხელოვნურად ასწიოს პოლიტიკური ტემპერატურა და ამ პოლიტიკურ ველზე საკუთარი თავი სადღაც მაინც დაინახოს. ის ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთას. მოვალეა „ნაციონალური მოძრაობის“, ურთიერთშეთანხმებულები არიან და დღეს ფორმალური პრეზიდენტი ის არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების წყალობით“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით