ირაკლი ქარქაშაძე - 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ავიაციის სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც ირაკლი ქარქაშაძე განმარტავს, ავიაციის სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა პროფესიონალმა ღირსეულად გადალახა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენები.

,,სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ავიაციის სექტორში დასაქმებულ ყველა პროფესიონალს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართული სამოქალაქო ავიაციის ისტორიას. წლევანდელი წელი კი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო და კომერციული ავიაციისთვის, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, ნამდვილად ისტორიულია.

ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამოქალაქო ავიაციისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა - COVID პანდემია. თუმცა, ავიაციის სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა პროფესიონალმა ღირსეულად გადალახა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენები და დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში გვაქვს პირდაპირი საჰაერო წვდომა 35 ქვეყნის 67 ქალაქის მიმართულებით. საქართველოს ბაზარზე, ამ ეტაპზე, ოპერირებს 50 სამგზავრო ავიაკომპანია, რომელთა მიერ ქართულ ეკონომიკაში შეტანილი წვლილი დიდია.

კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს. მადლობა თქვენ, რომ ყოველდღიურად მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი მონდომებით, ღირსეულად უწყობთ ხელს საჰაერო რეისების უსაფრთხო და თანმიმდევრულ განვითარებას. სწორედ თქვენს წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული სხვა სექტორების მუშაობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა“,- აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე