სანდრო რაქვიაშვილი - კანონმდებლობაში ჩადებულია ნაღმი, რომელიც ხელს უშლის პატარა პარტიების გაერთიანებას - გვინდა დაფინანსება ბარიერს მიებას

კანონმდებლობაში ჩადებულია ნაღმი, რომელიც ხელს უშლის პატარა პარტიების გაერთიანებას - გვინდა დაფინანსება ბარიერს მიებას, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის განცხადებით, მცირე პარტიებს არ აქვთ სურვილი სხვებთან გაერთიანების, რადგან იმის მიუხედავად გადალახავენ თუ არა ბარიერს, არსებული კანონმდებლობა საშუალებას აძლევთ, რომ თუ 1 პროცენტს მაინც მიიღებენ, ბიუჯეტიდან სოლიდური თანხით დაფინანსდნენ.

„ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება პარტიების დაფინანსებას. „ქართული ოცნების" პირობებში მოწყობილია არჩევნების ლეგალური გაყალბების სისტემა, ეს პირველ რიგში ეხება რა თქმა უნდა მაღალ ბარიერს, რომლის გამოც ბევრი ხმა დაიკარგება და გადანაწილდება მათ შორის „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. გარდა ამისა, კანონმდებლობაში ჩადებულია ნაღმი, რომელიც ხელს უშლის პატარა პარტიების გაერთიანებას. ეს არის პარტიების დაფინანსება, რომელიც იწყება 1 პროცენტიდან იმ პირობებში, როცა ბარიერი გვაქვს 5 პროცენტი. როცა პატარა პარტიას სთავაზობენ გაერთიანებას, მას არამარტო ადგილი უნდა შესთავაზონ, არამედ ბევრი ფული, 1 პროცენტზე უნდა შესთავაზონ მილიონზე მეტი, რაც ხელს უშლის დიდ პარტიებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია წარმართონ, რადგან პარტიებს მილიონი უნდა დაურიგონ იმ მომენტში, როცა ფული ყველაზე მეტად სჭირდებათ. რაც მთავარია, პატარა პარტიებს თავად არ აქვთ სურვილი ჩამოეკიდონ ვიღაც სხვას, როცა იციან, რომ შეიძლება წარმატებას ვერ მიაღწიონ და ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობა ვერ მიიღონ, მაგრამ მილიონი და შეიძლება 2 მილიონიც კი ჰქონდეთ საბოლოო ჯამში ბიუჯეტიდან. ჩვენ გვინდა ეს წესი გავაუქმოთ და დაფინანსება მიბმული იყოს ბარიერზე. თუ მმართველ გუნდს და ზოგადად პოლიტიკურ კლასს სურს, რომ პატარა პარტიები ჩაბმულნი იყვნენ პროცესში, დავწიოთ ბარიერი, დაფინანსებაც ამ ბარიერზე მივაბათ და ყველაფერი იქნება ლოგიკური. თუ ბარიერი მაღალია და ისეთ წესრიგს ვაწყობთ, რომ დიდი პარტიები მართავდნენ ქვეყანას, არანაირი დაფინანსება პატარა პარტიებს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, არ ეკუთვნით. იმედია მხარს დაგვიჭერს არამარტო ოპოზიცია არამედ არასამთავრობო სექტორი“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე