აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - თუ რეგიონული ინტეგრაციის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის არ ვიმუშავებთ, ალტერნატივა კონფლიქტი იქნება

თუ რეგიონული ინტეგრაციის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის არ ვიმუშავებთ, ალტერნატივა კონფლიქტი იქნება, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და ინვესტიციების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ამოს ჰოხშტეინმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ყველა გზა პირდაპირ არ გრძელდება და ზოგჯერ ის ჯერ სხვა მიმართულებით მიდის, მაგრამ მიზანი მაინც იგივე რჩება“, - განაცხადა ამოს ჰოხშტეინმა.

ამოს ჰოხშტეინმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების იმედი ჯერ არ უნდა დაიკარგოს.

„არ მიმაჩნია, რომ ჩვენ მიმართულებას ვცვლით, ამ კონფლიქტმა ეს არ უნდა გამოიწვიოს და ორმაგად უნდა შეგვახსენოს ის, რომ თუ რეგიონული ინტეგრაციის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის არ ვიმუშავებთ, ალტერნატივა კონფლიქტი იქნება“, - აღნიშნა ჰოხშტეინმა.

შეგახსენებთ, ისრაელ - „ჰამასის“ ომის დაწყებამდე, ერ-რიადი და თელ-ავივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია