რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გიმნაზიაში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწეზე, ალექსეი კუზნეცოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაშავებულები საშუალო სიმძიმით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - განაცხადა კუზნეცოვმა.

საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი 14 წლის გოგონამ მიიტანა და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. მედიის ინფორმაციით, გოგონას მამა მოწმის სახით იკითხება.

სისხლის სამართლის საქმე ორი ან მეტი პირის მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია