გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო, კერძო და აკადემიური სფეროების წარმომადგენლებისათვის ღასან ხალილის ლიდერობის საერთაშორისო სასწავლო კურსი ჩატარდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო, კერძო და აკადემიური სფეროების წარმომადგენლებისათვის გრუნის პროფესორის, დოქტორ ღასან ხალილის ლიდერობის საერთაშორისო სასწავლო კურსი ჩატარდა. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის პრინციპებსა და პრაქტიკას, შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადაპტაციური და სიტუაციური ლიდერობა, ემოციური ინტელექტი, რეფლექსიის როლი ლიდერის განვითარებაში, ცვლილებების მართვა, გუნდის წარმატებით გაძღოლა ორგანიზაციაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც თითოეულ მონაწილეს სხვადასხვა ლიდერულ პოზიციაზე მუშაობისას გამოადგება.

„კურსი მოიცავდა ლიდერული უნარებისა და კომპეტენციების შესახებ 20 ძირითად თემას, ასევე, მნიშვნელოვან სიახლეებს სხვადასხვა გამოცდილებისა და განათლების მქონე პირებისათვის.

სასწავლო კურსში მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.

საერთაშორისო ლიდერობის კურსი 1-ელ დეკემბერს, ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის შესახებ საჯარო ლექციითა და პანელური დისკუსიით დასრულდა, რის შემდეგაც მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში