ოლექსი დანილოვი - მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად და როგორ გამართა კენჭისყრა - ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს არ დავთმობთ - ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას

უკრაინა უარს არ იტყვის საკუთარი მიწის არც ერთ ნაჭერზე, მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა მხარს სხვა ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტებს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, სად და როგორ მისცა ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი სახელმწიფოს დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს და არ ვაპატიებთ არც ერთი მოკლულის ან დასახიჩრებულის გამო. ჩვენ ვკონცენტრირდებით და გამოვიტანთ დასკვნებს, ხელახლა დავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, ყოველ დღე და ყოველი რთული, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილის შემდეგ, უკრაინა იზრდება და ძლიერდება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა მისცა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში