„ჯივიპიმ“ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და რაციონალური გამოყენების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანი მედიისთვის წყლის რესურსების მდგრადი მართვის პოლიტიკისა და წყლის რესურსების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობის შესახებ ღირებული ინფორმაციის გაზიარება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე სიახლეები „ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა, USAID/საქართველოს კერძო სექტორის განვითარების ოფიცერმა ჯორდი არიმანიმ, USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ჩოხელმა და „ჯივიპისა“ და USAID-ის წარმომადგენლებმა გააცნეს.

„USAID-თან ერთად მედიის წარმომადგენლებს წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ გავუზიარეთ ინფორმაცია. აღნიშნული კანონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობასა და ზოგადად, წყლის სექტორზე საქართველოში. კანონი ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებს წყლის რესურსების მართვისა და მოხმარების მიმართულებით. მიმდინარე ცვლილებები მომდევნო წლებში სრულად დაარეგულირებს წყალმომარაგების სექტორს“, - განაცხადა „ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსიმ.

„USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მხარს უჭერს წყლის რესურსების ახალი კანონის შემუშავებას, კანონი ნერგავს ეფექტურ მექანიზმებს, იმისთვის, რომ მოხდეს წყლის რესურსების სწორი მართვა და გამოყენება, ამ სამუშაოების ფარგლებში, ჩვენ „ჯივიპისთან“ ვთანამშრომლობთ, რომლის ახალი მფლობელის, აქუალიას გლობალური გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კანონმდებლობის დანერგვის პროცესში. დღევანდელი ღონისძიება დიდი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ამოცანაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების მდგრად მოხმარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო ჩოხელმა.

კომპანიის ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ყოველდღიურად 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

„შესაბამისად, ნებისმიერი სახის რეფორმა, რომელიც წყლის რესურსების მართვას ეხება, გავლენას ახდენს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოების ინფორმირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ზურა ალფაიძემ, „ჯივიპის“ ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორმა.

2023 წლის მარტში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს წყლის რესურსების მართვის რეფორმის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ. მედიასთან გამართული ღონისძიება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და gwp-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილია“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე