გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო - ღაზაში სამხედრო მოქმედებების განახლებამ უიმედო სიტუაცია შექმნა

ღაზაში სამხედრო მოქმედებების განახლებამ უიმედო სიტუაცია შექმნა, - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო ავრცელებს.

„ძლიერმა დაბომბვამ და სამხედრო მოქმედებების განახლებამ ღაზაში უიმედო სიტუაცია შექმნა. ღაზაში დახმარების მიწოდებისთვის საჭირო პირობები არ არსებობს.

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს თავშესაფრები გადატვირთულია. აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო დახმარება საკმარისი არ არის“, - წერს გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს, ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მოქმედების ვადა ამოიწურა, ისრაელმა შეტევები განაახლა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია