უკრაინას დასავლეთის დახმარება თითქმის 90 პროცენტით შეუმცირდა

უკრაინის მოკავშირეებმა ქვეყნისთვის დახმარების მიწოდება მკვეთრად შეამცირეს და დახმარების მაჩვენებელი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, - ინფორმაციას მედია საშუალებები კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„უკრაინის მხარდაჭერის დინამიკა შენელდა. 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე უკრაინისთვის დაპირებული ახალი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90 პროცენტით შემცირდა და 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა“, - აცხადებენ კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში.

ინსტიტუტში განმარტავენ, რომ 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო ღირებულებამ 2.11 მილიარდ ევროს (2.27 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია, რაც 87 პროცენტიანი წლიური ვარდნაა.

ამასთან, 42 დონორი ქვეყნიდან, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი ბოლო სამი თვის განმავლობაში მხოლოდ 20-მა მიიღო, რაც ყველაზე მცირე მაჩვენებელია ომის დაწყების შემდეგ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო