დიდი ბრიტანეთი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობების უკან დგას. მათ სამიზნეებს პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. მათ მიზანს მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევა წარმოადგენდა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლეო დოხერტიმ.

ლეო დოხერტიმ თემთა პალატას განუცხადა, რომ სანქციები „Star Blizzard“-ის ჰაკერების ჯგუფის ორი ადამიანის წინააღმდეგ დაწესდა, მათგან ერთ-ერთი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოქმედი ოფიცერია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი უკვე დაიბარეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ