ჟენევაში აშშ-ის მისია - ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას - ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას

შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ცალსახა ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე , - ამის შესახებ ჟენევაში გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეა საუბარი.

„ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, ეუთო-ს მისიაში აშშ-ის ელჩისა და მუდმივი წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერის ხელმძღვანელობით მიესალმა მონაწილეებთან დიალოგს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ცალსახა ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს სხვა ვალდებულებები, რომელიც ითვალისწინებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შეუზღუდავ წვდომის დაშვებას და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო ზომებისთვის ხელის არ შეშლას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის მისიის განცხადების თანახმად, რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ისევე, როგორც მიმდინარე ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული და საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომი გვახსენებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქცევას უმკაცრესად, ისევე როგორც ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც გრძელდება 2008 წლიდან. რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელსაც ამჟამად თავისი ძალები სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჰყავს განლაგებული, რითაც აშკარად არღვევს გაერო-ს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ამ დარღვევებს მოჰყვა ნოემბერში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა საკუთარი ქვეყნის შიგნით მოგზაურობის გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება