ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში, IDU-ს პრეზიდენტს, სტივენ ჰარპერს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში, IDU-ს პრეზიდენტს, სტივენ ჰარპერს შეხვდა.ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს ვიზიტს ვაშინგტონში პარტიის ლიდერებთან ერთად, საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. პარტიის თავმჯდომარე ხვალ, პარტიის ლიდერებთან ერთად ნიუ იორკში ემიგრანტებს შეხვდება.

„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა IDU- ის პრეზიდენტთან, კანადის ყოფილ პრემიერთან - სტივენ ჰარპერთან.

ჰარპერმა, გულთბილად მოიკითხა პრეზიდენტი სააკაშვილი, გაგვიზიარა, რომ შეწუხებულია მისი მდგომარეობით და მივიღეთ დაპირება, რომ აქტიურად გააგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას,“ - წერს ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს