სერგეი ნარიშკინი - აშშ უკრაინის მეორე ვიეტნამად გადაქცევას რისკავს

აშშ საკუთარი თავისთვის უკრაინის მეორე ვიეტნამად გადაქცევას რისკავს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

„უკრაინა შავ ხვრელად გადაიქცევა, რომელიც უფრო და უფრო მეტ რესურსსა და ხალხს შთანთქავს. საბოლოოდ, აშშ საკუთარი თავისთვის უკრაინის მეორე ვიეტნამად გადაქცევას რისკავს, რომელთან გამკლავებაც ყველა, ახალი, ამერიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწევს“, - განაცხადა სერგეი ნარიშკინმა.

ინფორმაციისთვის ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ სენატორებს მიმართა და მათ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„თუ პუტინი უკრაინას დაიკავებს, ის იქ არ გაჩერდება“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოწოდების მიუხედავად, „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი სენატში დაბლოკეს.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით