ხანუქას დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი აენთო

ხანუქას დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი აენთო. ინფორმაციას ისრაელის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ებრაელები მთელი მსოფლიოს გარშემო დღეს ხანუქას პირველ სანთელს ანთებენ.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ებრაული დღესასწაული სიმბოლოა გამბედაობის, შეუპოვრობის და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების. წლევანდელი ხანუქა ღაზაში ისრაელის მიერ ჰამასთან ბრძოლის გაგრძელების პირობებში დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და ელჩმა ჰადას მეიცადმა რაბინებთან და საქართველოს ებრაული თემის წევრებთან ერთად აანთეს დღესასწაულის პირველი სანთელი.

„კიდევ ერთხელ ვისურვებთ სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას." ყველანი ვლოცულობთ და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ჩვენი მძევლები ტერორისტების ხელიდან. დარწმუნებული ვართ, რომ სინათლე კიდევ ერთხელ დაამარცხებს სიბნელეს“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა და მადლობა გადაუხადა მთავრობას და ხალხს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისათვის .

საელჩოს ცნობითვე, ელჩმა ხანუკას პირველი სანთელი მიუძღვნა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ღაზაში გატაცებული ბიბასების ოჯახის, იარდენის, შირის, არიელისა და კფირის უსაფრთხო დაბრუნებას. ყველაზე პატარა, კფირ ბიბასი, რომელიც მალე 11 თვის გახდება, უკვე ორი თვეა რაც ტერორისტების მძევალია. ჰამასის ტერორისტებმა კფირი და მისი 4 წლის ძმა არი, დედა შირისთან ერთად გაიტაცეს. ოჯახი სისხლიან შაბათს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სიმბოლოდ იქცა.

„მათი უდანაშაულო სახეები, როდესაც ისინი დედის ხელებში მყოფნი გაუჩინარდნენ ღაზაში, ყველას კვლავ გვაწუხებს", - განაცხადა ელჩმა ჰადას მეიცადმა.

საელჩოს ინფორმაციით, თბილისში და მთელ მსოფლიოში, დღეს საღამოს ხანუქას სანთელი ეძღვნება ბიბასების ოჯახს. ებრაელები ლოცულობენ მათი სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის სხვა ისრაელელ მძევლებთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ ჰამასის ტყვეობაში არიან.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა