მედია - ღაზას სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების შესამოწმებლად ისრაელი ომის დაწყებიდან პირველად გახსნის კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტს

ღაზას სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების შესამოწმებლად ისრაელი ომის დაწყებიდან პირველად გახსნის კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება მოქმედებაში რამდენიმე დღეში მოვა და განკუთვნილია იმისთვის, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გაიზარდოს.

ამჟამად ისრაელი ისრაელ-ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ნიცანას პატარა სასაზღვრო პუნქტზე ამოწმებს ყველა სატვირთო მანქანას, სანამ ისინი ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო პუნტისკენ გაემგზავრებიან.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისრაელი კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის ინფრასტრუქტურას სატვირთო მანქანების გადასამოწმებლად გამოიყენებს, მაგრამ ღაზაში შესასვლელად მათ მაინც რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლა მოუწევთ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს