დევიდ კემერონი - გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს

გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა არა მხოლოდ რუსული აქტივების გაყინვა დასავლურ ქვეყნებში, არამედ მათი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენება.

“ეს იქნება, თუ გსურთ, ავანსური გადასახადი, რომელთა გადახდაც რუსეთს ოდესმე მოუწევს უკანონო შეჭრისთვის, რომელიც მან განახორციელა. ყველა არგუმენტი განვიხილე და ჯერ ვერ აღმოვაჩინე ვერაფერი, რაც დამარწმუნებდა იმაში, რომ ეს ცუდი იდეაა”, - განაცხადა კემერონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, მოუწოდა აშშ-ის პოლიტიკოსებს მხრი დაუჭირონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა ის სენატში დაბლოკეს.

“ეს ფული უკრაინელებს უნდა გადავცეთ. მხარი უნდა დავუჭიროთ მათ და დავრწმუნდეთ, რომ სწორედ პუტინი წააგებს, ვინაიდან, თუ ეს ფული დამტკიცებული არ იქნება, არსებობს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელიც გაიღიმებს: ერთ-ერთი მათგანი ვლადიმირ პუტინია რუსეთში, ხოლო მეორე სი ძინპინია პეკინში”, - განაცხადა კემერონმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია