ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას - არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს.

„ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებას დაკავებულთა ორმხრივი გათავისუფლებისა და ნდობის აღდგენის სხვა ზომების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია. ვეთანხმებით - არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ძალისხმევას“, - აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია