ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქართველი ხელოვანები ბელგიაში“, ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით გადაიღო ქართველმა კინოოპერატორმა თათია ლიპარტელიანმა. ფილმის მიზანია ქართველ და უცხოელ აუდიტორიას გააცნოს მხატვრობის, მოქანდაკეობისა და ფერწერის სფეროში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

რამდენიმე ვიდეო რუბრიკისგან შექმნილ ფილმში, წარმოდგენილნი არიან ბელგიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანები: დევი ხმალაძე, დავით ნათიძე, მერაბ სურვილაძე და თამარ რამიშვილი, აგრეთვე საქართველოში მოწვეული ბელგიელი ხელოვანი ჯულიან დემარე. დევი ხმალაძე მოქანდაკე და მულტიდისციპლინარული სახელოვნებო სივრცის „AtelierDevka“-ს დამფუძნებელია, მისი არაერთი ნამუშევარია გამოფენილი ბელგიისა და ჰოლანდიის გალერეებში, მათ შორის ჰოლანდიაში არსებულ ტონ შულტენის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (Ton Schulten Museum).

ფილმში საკუთარ შემოქმედებაზე, ქალქ ბრიუსელის „Grand Place“-ის სარესტავრაციო სამუშაოებზე და მოქანდაკეობის, როგორც სახელოვნებო დარგის მზარდ პოპულარობაზე საუბრობს მოქანდაკე დავით ნათიძე, რომელიც 1994 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს და აგრძელებს სახელოვნებო საქმიანობას. მისი მოქანდაკეობის სტილი გამოირჩევა განსხვავებული მასალების ჰარმონიულად შერწყმითა და მინიმალისტურ ფორმებში გამოსახვით.

ბელგიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი მერაბ სურვილაძე, რომელიც მესამე ათწლეულია ქალაქ ბრიუსელში ცხოვრობს, მაყურებელს საკუთარი შემოქმედებისა და მხატვრობის განსხვავებული სტილის შესახებ უყვება. მხატვარს, საკუთარი სახელოსნო აქვს „Brussels Art Factory“-ში, სადაც მისი ნამუშევრების დათვალიერებაა შესაძლებელი. ფილმში აგრეთვე ჩანს სურვილაძის ის ნახატი, რომელიც მხატვარმა ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე წარადგინა.

აღნიშნული ფილმის გადაღება ქართული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშილის ინიციატივით, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მანდატის ფარგლებში გადაიღეს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და “ICMPD Georgia”-ს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

https://fb.watch/oNDwrZHa68/

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს