გერმანია რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარზე კონტროლს ორი თვით ახანგრძლივებს

გერმანია პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან სასაზღვრო კონტროლს მინიმუმ ორი თვით ახანგრძლივებს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.

„პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვრებზე დროებით კონტროლს 15 დეკემბრის შემდეგ მინიმუმ ორი თვით გავახანგრძლივებ“, - განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობა მსგავს ღონისძიებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, სასაზღვრო კონტროლი ეფექტურია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენი ზომები მუშაობს”, - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, 16 ოქტომბრიდან ფედერალურმა პოლიციამ მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და შვეიცარიის საზღვრებზე ქვეყანაში უკანონო შესვლის 9200-მდე შემთხვევა გამოავლინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია