„ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალი“ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გრძელდება

მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გრძელდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და ხალხმრავლობის გამო, ფესტივალის სამუშაო დრო 22:00 საათამდე გახანგრძლივდა. ფესტივალის სტუმრებს, გრანდიოზული ფასდაკლებებისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, დღესაც სპეციალური სადღესასწაულო პროგრამა ელით. 14:00 საათზე დაგეგმილია აქტივობა „პონტოს“ გმირების მონაწილეობით.

დღის განმავლობაში ასევე იგეგმება ფაზლების შეჯიბრი, ილუზიონისტის შოუ, სახის მოხატვის აქტივობა, ასევე პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუ და გუნდა. "ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს.

ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7 დეკემბერს გაიხსნა. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“. რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, „პეპელას“, „XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით "თიბისის" Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ.

„ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს