თეონა აქუბარდია - მიხარია, რომ საგა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დასრულდა და მელია თავისი მომხრეებით ცალკე გადის - ეს არის ახალი მოცემულობა ოპოზიციურ ფლანგზე და ახალი ცენტრის შექმნის შესაძლებლობაც

მიხარია, რომ საგა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დასრულდა იმით, რომ მელია და მისი მომხრეები ცალკე გადიან. ეს არის ახალი მოცემულობა ოპოზიციურ ფლანგზე და გარკვეულწილად შესაძლებლობა ახალი ცენტრის შექმნის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც აქვს ევროპული დღის წესრიგი და ვისი მიზანიც არის „ქართული ოცნების“ გაშვება ძალაუფლებიდან.

„ამ მოცემულობაში ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების გაყოფის შესაძლებლობაც არის ნიკა მელიას სასარგებლოდ, გააჩნია ვინ იქნება მელიას გვერდზე, რა საარჩევნო სტრატეგია ექნებათ, რაც ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ცალსახად ჩანს, რომ იწრიტება ის პროცესი, რაც მიდის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში და მნიშვნელოვანია დროულად, უკვე გაისიდან შინაარსიც გავიგოთ ყველა ოპოზიციური პარტიის, რა დაპირებით, სამოქმედო გეგმით წარდგება არჩევნებზე, რომ გავუშვათ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ გზაზე. პირადად მე ვითანამშრომლებ ყველა პოლიტიკოსთან, რომლის მიზანიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და რომლის მიზანია ქართული ოცნების გაშვება ძალაუფლებიდან. რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა რომელიმე ამ პარტიის სიაში, არ ვიცი, რადგან ჯერ შინაარსი არ მინახავს ბევრი პარტიისგან“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც „ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის“.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის