ირაკლი ფავლენიშვილი - ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზითა და ამბიციით - მას კონკურენტად არ განვიხილავთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზითა და ამბიციით.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ნიკა მელია და მისი გარემოცვა ბოიკოტს უცხადებდნენ სხვადასხვა ფორმით პარტიას.

„ფაქტობრივად, ცხრა თვეა ამას ვამბობთ, რომ ეს ადამიანი და მისი გარემოცვა ტოვებს პარტიას, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზითა და ამბიციით, თუმცა ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას წარმატებას ვუსურვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი პარტია, რომლის დღის წესრიგში ნიკა მელია უკვე უკვე თვეებია თავისივე გადაწყვეტილების გამო არ განიხილება. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებისა, ნიკა მელია, მისი საარჩევნო შტაბის წევრები, მისი გარემოცვა ბოიკოტს უცხადებდნენ სხვადასხვა ფორმით პარტიას, ამიტომ მათი მხრიდან გასაგები იქნება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმავეს ვიმეორებ - „ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ყველასთვის ღია და ყველას შეუძლია დადგეს თავის პირად ამბიციაზე მაღლა. თვეებია ეს შედეგი არის დამდგარი, უბრალოდ, გუშინ გაფორმდა. რაც შეეხება ნიკა მელიას მხრიდან ახალი პარტიის დაფუძნებას, ჩვენ არ განვიხილავთ კონკურენტებად, პირიქით, ჩვენი მთავარი ბრძოლა არის ივანიშვილის წინააღმდეგ და მივესალმებით ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება