ენტონი ბლინკენი - ისრაელს აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას

ისრაელის განზრახვას, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და რეალურ შედეგებს შორის სიცარიელე არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„აუცილებელია და კვლავ სასწრაფოა, ისრაელმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს სამოქალაქო პირების დაცვას. რჩება სიცარიელე ზუსტად იმას შორის, რასაც ვამბობდი, როცა იქ ვიყავი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის განზრახვასა და იმ რეალურ შედეგებს შორის, რასაც ჩვენ ადგილზე ვხედავთ“, - განაცხადა ბლინკენმა ვაშინგტონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ისრაელს აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და ღაზის სექტორში რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა