„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები რუსთავის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ

საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება და სამხედრო მოსამსახურეების სკოლებში მოსწავლეებთან ინფორმაციული შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები ქალაქ რუსთავის, მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

უწყების განმარტებით, სამხედრო მოსამსახურეებმა მათ თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების, ასევე სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით ჯარისკაცებმა ბავშვების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვის, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება და ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. მათივე განმარტებით, 2023-2024 სასწავლო წელს პროექტი უფრო ფართო მასშტაბით სრულდება და სამხედრო მოსამსახურეების ვიზიტები საჯარო სკოლების გარდა, სხვადასხვა რეგიონში, კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც იგეგმება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა