იუსტიციის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების მიმართულებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ლი ჯუნჰუას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რატი ბრეგაძემ ლი ჯუნჰუასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნები პასუხობს გლობალურ გამოწვევებს და მათი განხორციელება ეროვნულ დონეზე გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

„ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებისთვის სახელმწიფო სერვისების სწრაფ, თანაბარ და ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას. სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები სამინისტროს სავიზიტო ბარათია, რომელზე ხელმისაწვდომობასაც უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

იუსტიციის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტ სერვისს 118 იუსტიციის სახლისა და მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუფერხებლად აწვდის მომხმარებელს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალდანერგილი მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით სოფლის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ყველა სერვისი სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე, ინოვაციურია იუსტიციის სახლების ფუნქციონირება პენიტენციურ დაწესებულებებში.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა გაერო-ს გენერალური მდივნის ოფისთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს