Galt &Taggart - 2024 წლის ფისკალური პარამეტრები ჯანსაღია

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ფისკალური დეფიციტის და მთავრობის ვალის პარამეტრები მშპ-ის მიმართ შესაბამისად 2.5% და 38.0%-ის დონეზეა დაგეგმილი.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

კოპანიის ცნობით, ეს მაჩვენებლები გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით და კიდევ უფრო მკვეთრი გაუმჯობესებაა პანდემიის პერიოდში დაფიქსირებული პარამეტრებისგან, როცა 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 9.3%, ხოლო მთავრობის ვალი 60.2%-ს შეადგენდა მშპ-თან მიმართებაში.

„ამასთან, 2024 წლის ბიუჯეტი ეფუძნება შემდეგ მაკრო პარამეტრებს: ეკონომიკური ზრდა - 5.2%, ინფლაცია - 3.0% და ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში - 2.71.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის შემოსავლების 90.4%-ს გადასახადები აგენერირებს, რომელიც 22.1 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი, რაც მშპ-ის 25.6%-ია. რაც შეეხება მიმდინარე ხარჯებს, ყველაზე მსხვილი ხარჯვითი კატეგორია 38.7%-იანი წილით სოციალური მიმართულების ხარჯებია (პენსიები და ჯანდაცვა), შემდეგ მოდის შრომის ანაზღაურება (15.6% წილი) და საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები (14.7%). ამასთან, პენსიის ინდექსაციის გათვალისწინებით, 2024 წლის იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიები 50 ლარით - 415 ლარამდე, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით- 315 ლარამდე იზრდება.

მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების მაღალ დონეს. 2024 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯები წლიურად 5.4%-ით იზრდება 7.1 მლრდ ლარამდე, რაც მშპ-ის 8.3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან მოყოლებული კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-ში 8.0%-9.0%-ის ფარგლებშია, რასაც ეკონომიკურ აქტივობაზე განგრძობითი პოზიტიური გავლენა აქვს. რაც შეეხება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების განკერძოებას, ამ კუთხით წინა წლის მსგავსად, 2024 წლის ბიუჯეტში 350 მლნ ლარის აქტივების პრივატიზაციაა დაგეგმილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია