ერაყში, აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ბაღდადში აშშ-ის საელჩოსკენ დღეს დილით „კატიუშას“ ტიპის სამი რაკეტა გაისროლეს, - ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, რაკეტები, რომლებიც მიმართული იყო ამერიკის საელჩოსკენ, მწვანე ზონის მახლობლად დაეცა.

თავის მხრივ, ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოსა და Union III სამხედრო ბაზასთან, სადაც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ჯარები არიან განლაგებული, სირენებისა და აფეთქებების ხმები ისმოდა.

აშშ-ის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ